„მთელი „სვეცკი ბაბლი“ დაირაზმა ლევანის წინააღმდეგ“
By

„მთელი „სვეცკი ბაბლი“ დაირაზმა ლევანის წინააღმდეგ“

რატომ ჩაანაცვლა სააკაშვილმა ლევან ხაბეიშვილი თინა ბოკუჩავათი და რატომ ცვლის ბოკუჩავას? როგორც პატიმარმა „ტვ პირველთან“ წერილობით ინტერვიუში განმარტა, ის „ნაცმოძრაობისთვის“ ე.წ. „სვეცკი ბაბლის“ მხარდაჭერის მიზიდვას ცდილობდა, თუმცა, სააკაშვილის თქმით, თავმჯდომარეების ცვლილებამ შედეგი ვერ მოიტანა.

„რაც შეეხება ლევან ხაბეიშვილს, არჩევნების წინ მისი შეცვლა იყო ჩვენი რეაგირება იმაზე, რომ მთელი „სვეცკი ბაბლი“ დაირაზმა ლევანის წინააღმდეგ, ჩვენ კი ვერ ვასწრებდით მის სწორად წარმოჩენას. უწუნებდნენ ინგლისურის არცოდნას, ჩვეულებრივ ადამიანის ენით საუბარს, ხან – რას, ხან – რას.

ხოდა ჩვენც მოვიყვანეთ უცხო ენების მცოდნე, ევროპასა და ამერიკაში განათლებამიღებული თინა, და „სვეცკებმა“ ხმა მაინც არ მოგვცეს“, – აცხადებს სააკაშვილი და დასძენს, რომ ივლისში, მას შემდეგ, რაც ბოკუჩავას უფლებამოსილების ვადა ამოეწურება, „ყველა ვარიანტში სხვა უნდა აგვერჩია“.

 

  • No Comments
  • ივლისი 1, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *