მიზანი – სოფლად ტურიზმის პოტენციალის გაძლიერება
საქართველოს ქალთა ოთახების გაერთიანების და ქედის მუნიციპალიტეტის ქალთა ოთახის ორგანიზებით, დაბა ქედაში თემაზე „სოფლად ტურიზმის განვითარება, პრაქტიკული რჩევები მიკრო და მცირე მეწარმეებისთვის“, ორდღიანი სემინარი გაიმართა, რომელსაც საქართველოს ქალთა ოთახების გაერთიანების აღმასრულებელი დირექტორი ნათია სურმანიძე უძღვებოდა. ორგანიზატორები დაინტერესებული იყვნენ ადგილობრივი ტურისტული სერვისებისა და ტურისტული ლოკაციების განვითარებით.
სემინარის მონაწილეთა წინაშე მოხსენებით წარსდგა ქედის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ცენტრის ხელმძღვანელი რაულ ცინცაძე, რომელმაც მეწარმეებს ტურიზმის მიმართულებით დაგეგმილი პროგრამები გააცნო. მან ადგილობრივ მეწარმეებს საქმიანობის პოპულარიზაციისა და ტურისტული პოტენციალის წარმოჩენის მიმართულებით მხარდაჭერა აღუთქვა.
პროგრამის მიზანია სოფლად ტურიზმის პოტენციალის გაძლიერება და ხელშეწყობა. მონაწილეებს პროექტის ფარგლებში შემუშავებული სოფლად ტურიზმის განვითარების სახელმძღვანელოები და სერტიფიკატები გადაეცათ.
თამაზ მგზავრიძე