მინისტრის ინფორმაციით, 2027 წელს საჯარო სექტორში ხელფასები გაიზრდება
2027 წელს 8.4%-ით იზრდება საბაზო თანამდებობრივი სარგო, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა პარლამენტში 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა.
კერძოდ, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში დასაქმებული 75 ათასზე მეტი ადამიანის ხელფასების ზრდაზე მიიმართება 300 მილიონ ლარზე მეტი, საჯარო სკოლების 60 ათასამდე მასწავლებლის ხელფასების ზრდაზე – 150 მილიონ ლარზე მეტი, საბავშვო ბაღების 40 ათასზე მეტი პერსონალის ხელფასების ზრდაზე – 60 მილიონი ლარი.
კულტურისა და სპორტის სფეროში დასაქმებული 35 ათასამდე ადამიანის ხელფასების ზრდაზე მიიმართება – 40 მილიონ ლარზე მეტი, სასწრაფო დახმარების პერსონალის, სოფლის ექიმებისა და ექთნების, ჯამში, შვიდი ათასზე მეტი ადამიანის ხელფასების ზრდაზე მიიმართება 15 მილიონ ლარზე მეტი. დანარჩენ სახელმწიფო უწყებებსა და მუნიციპალურ სერვისებში დასაქმებულ პირთა ხელფასების ზრდაზე, ჯამურად, 250 მილიონ ლარამდე მიიმართება.