მინისტრი გვარას საჯარო სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შეხვდა
აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, სამინისტროს და ქობულეთის რესურსცენტრის წარმომადგენლებთან ერთად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარას საჯარო სკოლაში მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შეხვდა.
შეხვედრას აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე სოფიო ბაკურიძეც შეუერთდა და სოფელ გვარას სკოლის ადმინისტრაციის წევრებს, პედაგოგებს და ახალგაზრდებს გაესაუბრა. შეხვედრისას სკოლის დირექტორმა ნოდარ გოგმაჩაძემ ახალი სასწავლო წლისთვის საგაკვეთილო პროცესში დანერგილ სიახლეებზე გაამახვილა ყურადღება და განათლების სფეროში მიმდინარე ცვლილებების დადებით კონტექსტებზე ისაუბრა.
მოსწავლეებთან შეხვედრისას სოფიო ბაკურიძემ ახალგაზრდებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა, ისაუბრა მიზნების დასახვის, შრომისმოყვარეობისა და თანამედროვე სამყაროში განათლების უდიდეს მნიშვნელობაზე. მინისტრთან ერთად გაეცნო სკოლის ყოველდღიურობასა და მიმდინარე საგანმანათლებლო პროცესებს, ხოლო პედაგოგებთან გამართულ შეხვედრაზე სასკოლო ინიციატივებსა და ახალგაზრდების მხარდაჭერის გზებზე ისაუბრა.