მიხაილ ფედოროვი უკრაინის თავდაცვის მინისტრის პოსტს ტოვებს
By

მიხაილ ფედოროვი უკრაინის თავდაცვის მინისტრის პოსტს ტოვებს

მიხაილ ფედოროვმა დაადასტურა, რომ ტოვებს უკრაინის თავდაცვის მინისტრის პოსტს და თავისი საქმიანობა შეაჯამა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

ფედოროვმა გამოაქვეყნა უწყების მუშაობის შემაჯამებელი ანგარიში და მადლობა გადაუხადა გუნდს, სამხედროებსა და პარტნიორებს.

ექს-მინისტრმა დაწერა, რომ მისთვის „დიდი პატივი იყო უკრაინელი ხალხისთვის მსახურება“. მიღწევებს შორის მან დაასახელა რუსი სამხედროებისთვის Starlink-ის სისტემის გათიშვა.

გარდა ამისა, მან აღიარა, რომ ვერ მოხერხდა თავდაცვის სამინისტროს ტრანსფორმაციის დასრულება ნატოს სტანდარტების შესაბამისად, ყველა შესყიდვის ტენდერებზე გადაყვანა და მიღებული გადაწყვეტილებებისთვის პასუხისმგებლობის კულტურის ჩამოყალიბება.

 

  • No Comments
  • ივლისი 16, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *