მიხეილ ყაველაშვილი ყატარის სახელმწიფოს ემირს შეხვდა
By

მიხეილ ყაველაშვილი ყატარის სახელმწიფოს ემირს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, ყატარის სახელმწიფოს ემირს, შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ-თანის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„დოჰაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა ყატარის სახელმწიფოს ემირს პირადად მიუსამძიმრა ყოფილი ემირის, შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ-თანის გარდაცვალების გამო და პატივი მიაგო მის ღვაწლს თანამედროვე ყატარის განვითარების საქმეში.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ყატარს შორის არსებული პარტნიორობა და თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს. პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა კატარის სახელმწიფოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

შეხვედრაზე ასევე, ხაზი გაესვა რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და დიპლომატიური დიალოგის მნიშვნელობას, მათ შორის, ყატარის პოზიტიურ როლს საერთაშორისო მედიაციის მიმართულებით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

  • No Comments
  • ივლისი 15, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *