მიხეილ ყაველაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა
By

მიხეილ ყაველაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ასამბლეის პრეზიდენტ აფრიმ გაშის შეხვდა. ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის რეგიონისა და დასავლეთ ბალკანეთის ურთიერთდაკავშირების მნიშვნელობაზე, მათ შორის, უსაფრთხო და საიმედო სატრანზიტო მარშრუტებისა და ეკონომიკური დერეფნების განვითარების კონტექსტში.
პრეზიდენტმა აფრიმ გაშის მადლობა გადაუხადა ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე არაღიარების პოლიტიკის თანმიმდევრული მხარდაჭერისთვის.
,,მჯერა, რომ საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკას შორის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავება ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნების ინტერესების განხორციელებას, არამედ სამხრეთ კავკასიასა და დასავლეთ ბალკანეთში მშვიდობის, სტაბილურობისა და თანამშრომლობის განმტკიცებას“ , – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

  • No Comments
  • ივლისი 1, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *