მიხეილ ყაველაშვილმა უზბეკეთის პრეზიდენტს „ოქროს საწმისის“ ორდენი გადასცა
By

მიხეილ ყაველაშვილმა უზბეკეთის პრეზიდენტს „ოქროს საწმისის“ ორდენი გადასცა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა უზბეკეთის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევს საქართველოს სახელმწიფო ჯილდო, „ოქროს საწმისის“ ორდენი გადასცა.
ამასთან, მიხეილ ყაველაშვილმა უზბეკეთის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, არაღიარების პოლიტიკის მტკიცე მხარდაჭერისთვის.
ცნობისთვის, საქართველოში სახელმწიფო ვიზიტით უზბეკეთის პრეზიდენტი შავკატ მირზიოევი იმყოფება. უზბეკეთის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ათონელის სასახლეში გაიმართა.

  • No Comments
  • ივლისი 3, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *