მორიგი ნოტა
By

მორიგი ნოტა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურ სამინისტროს მორიგი ნოტა გაუგზავნა. სამინისტრო 9 აპრილის ვერბალურ ნოტასთან ერთად, კიდევ ერთხელ მიმართავს, გერმანიის საგარეო უწყების ოფიციალურ გვერდზე განახლდეს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების შესახებ განთავსებული ინფორმაცია, რომელიც 2024 წლის შემდეგ, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გათვალისწინებით არ შეცვლილა.

გერმანიის საგარეო უწყების ოფიციალურ გვერდზე საქართველოს პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრად კი ილია დარჩიაშვილია მოხსენიებული.

 

  • No Comments
  • აპრილი 28, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *