მორიგი სხდომა – შუახევის მერიაში
By

მორიგი სხდომა – შუახევის მერიაში

შუახევის მუნიციპალიტეტის მერის ომარ ტაკიძის ხელმძღვანელობით, მთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პირთა სტატუსის მართვის საბჭოს სხდომა გაიმართა.

სხდომაზე განიხილეს 109 საკითხი, 7 საკითხი მოქალაქეთა ინდივიდუალური განცხადების საფუძველზე სტატუსის მინიჭებას ეხებოდა, ხოლო 102 საკითხი, სტატუსის შეწყვეტასა და ცნობად მიღებას.

ითქვა, რომ მიმდინარე წლის  1 იანვრიდან დღემდე, საცხოვრებელი ადგილის დატოვების გამო, სტატუსი შეუწყდა 375 მოქალაქეს, ხოლო 18 მოქალაქეს სტატუსი შეჩერებული აქვს უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში სწავლის გამო.

სხდომას მერის პირველი მოადგილე მირიან აბაშიძე და კომისიის წევრები ესწრებოდნენ.

ცნობისთვის: შუახევის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა სარგებლობს მთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსით, რაც მნიშვნელოვან შეღავათებს ითვალისწინებს. ეს სტატუსი მინიჭებული აქვს 10 032 მოქალაქეს.

ცოტნე ცაბაძე

  • No Comments
  • სექტემბერი 9, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *