„მუსიკალური ზაფხული 2026“- შუახევში
By

„მუსიკალური ზაფხული 2026“- შუახევში

შუახევში „მუსიკალური ზაფხული 2026“- ის ფარგლებში, ცნობილი შემსრულებლების კონცერტი გაიმართა, რომელსაც საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, შუახევის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების პირველ პირებთან ერთად, თვითმმართველობის პასუხისმგებელი მუშაკები ესწრებოდნენ.

მაყურებლის წინაშე ყველასათვის საყვარელი მუსიკოსები: – სოფო ხალვაში, ნეკა სებისკვერაძე, ლილიკო ნემსაძე, აჩიკო ცანკაშვილი, კვარტეტი ,,უნისონი“, ზვიად ბოლქვაძე და ბენდი, ანსამბლი ,,ალილო“ და ჯგუფი ,,ოჩოს ქოხი“ წარსდგნენ.

ღონისძიება კულტურის სამინისტროს, „შემოქმედებითი საქართველოსა” და შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით მოეწყო.

– მუსიკალური ზაფხული 2026“ ფინიშის სწორზეა. ორგანიზატორებმა კარგ წამოწყებას დაუდეს  სათავე. ჩვენ ხელს ვუწყობთ ხელოვნების პოპულარიზაციას. მადლობა სახელოვან მომღერლებსა და ბენდებს, რომ აჭარის მთიანეთს ასე მოეფერნენ, – გვითხრა სოფო ხალვაშმა.

ცოტნე ცაბაძე

 

 

  • No Comments
  • აგვისტო 31, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *