მშვიდობის უზრუნველყოფა მომავალი თაობებისთვის
By

მშვიდობის უზრუნველყოფა მომავალი თაობებისთვის

იმედის გაღვივება, მშვიდობის უზრუნველყოფა და სამართლიანობის უზრუნველყოფა მომავალი თაობებისთვის – ამ თემებზე ისაუბრებენ საპარლამენტთაშორისო კავშირის 152-ე ასამბლეაზე, რომელსაც თურქეთი მასპინძლობს. ასამბლეა სტამბოლში დღეს იხსნება.

ღონისძიებაში მონაწილეობისთვის 2500-ზე მეტი სტუმარია რეგისტრირებული. სტამბოლში 157 ქვეყნის დელეგაციებს და 77 სპიკერს ელოდებიან.

ასამბლეაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით. შალვა პაპუაშვილი ასამბლეის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. დაგეგმილია პირველი კანონმდებლის არაერთი პირისპირ შეხვედრა.

 

  • No Comments
  • აპრილი 15, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *