„მხიარულთა და საზრიანთა“ ჩემპიონატი გაიმართა
By

„მხიარულთა და საზრიანთა“ ჩემპიონატი გაიმართა

ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ორგანიზებით, ხელვაჩაურის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში, აჭარის რეგიონული ლიგის „მხიარულთა და საზრიანთა“ ჩემპიონატი გაიმართა. მასში აჭარის ხუთი მუნიციპალიტეტის – ქობულეთის, ქედის, შუახევის, ხულოს და ხელვაჩაურის გუნდები მონაწილეობდნენ.
ღონისძიებაში ჩართულ ახალგაზრდებს, უტარდებოდათ შესაბამისი ვორქშოპები და რეპეტიციები.

2026 წელს გამართულ ,,აჭარის რეგიონულ ლიგაში“ პირველი ადგილი ხელვაჩაურის  მუნიციპალიტეტის გუნდმა „ღერძულა“ მოიპოვა, მეორე ადგილი ქედის მუნიციპალიტეტის გუნდს ,,ცოლიკაური“ ერგო, მესამე ადგილზე კი ხულოს მუნიციპალიტეტის გუნდი ,,იანგ მუხა“ გავიდა.  საუკეთესო მოთამაშე გოგონად  ქობულეთის მუნიციპალიტეტის გუნდის  წევრი ანუკი ოქროპირიძე დასახელდა, საუკეთესო მოთამაშე ბიჭის ტიტული კი შუახევის მუნიციპალიტეტის გუნდის წევრს ანდრია მუკუტაძეს ერგო.

  • No Comments
  • მაისი 4, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *