By
ნატოს გამანადგურებლებმა ლატვიის საჰაერო სივრცეში შეჭრილი დრონი ჩამოაგდეს
,,Reuters“-ის ინფორმაციით, ნატოს საჰაერო თავდაცვის მისიის ფარგლებში მოქმედმა გამანადგურებლებმა ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნის, ლატვიის, საჰაერო სივრცეში შეჭრილი დრონი ჩამოაგდეს.
შეიარაღებულმა ძალებმა ასევე გააუქმეს საჰაერო საფრთხის შესახებ განგაში რუსეთთან ახლოს მდებარე რეგიონებისთვის.
ლატვიის შეიარაღებულ ძალებს დრონის ან მისი წარმომავლობის შესახებ დეტალები ჯერ არ გაუვრცელებიათ.
ფინეთმა, ევროკავშირისა და ნატოს კიდევ ერთმა წევრმა ქვეყანამ, რომელიც ასევე ესაზღვრება რუსეთს, ფინეთის ყურის აღმოსავლეთ ნაწილში დროებით შეზღუდა ავიაციისა და საზღვაო მიმოსვლის ზონები.
ქვეყნის თავდაცვის ძალების განმარტებით, აღნიშნული ქმედება შესაძლო დრონებისგან თავის დასაცავად პრევენციული ზომის სახით განხორციელდა.