By
ნეთანიაჰუს ბლოკი 120-ადგილიან ქნესეთში 57 მანდატს მოიპოვებს
ისრაელის საარჩევნო კომისიამ ხმების 41.9% -ის დათვლის შემდეგ, საპარლამენტო არჩევნების წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ბლოკი 120 -ადგილიან ქნესეთში 57 მანდატს მოიპოვებს, მისი კონკურენტის, გადი აიზენკოტის ბლოკი კი – 47 მანდატს. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
წინასწარი შედეგებით, 12 მანდატი ერგო „ერთობლივ სიას“, ძირითადად, არაბული პოლიტიკური ძალების გაერთიანებას, რომელიც არცერთ ბლოკს არ მიეკუთვნება და 4 მანდატი პარტია „რაამს“.
არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 77.7% შეადგინა.