ნენიაში ფერდსამაგრი კედელი კეთდება
By

ნენიაში ფერდსამაგრი კედელი კეთდება

წელს შუახევის მუნიციპალიტეტში მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს. საკონკურსო შერჩევის შემდეგ, გამარჯვებული ფირმები და მეწარმეები, სამუშაოებს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელში ატარებენ. გეოლოგიური დასკვნების საფუძველზე. იგი მიზნად ისახავს საცხოვრებელი სახლებისა და საავტომობილო გზების მეწყრული პროცესებისგან დაცვას. სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს სოფელ ნენიაში.

პროექტის ფარგლებში ფერდსამაგრი კედლები მოეწყობა 70 მეტრზე მეტ მონაკვეთზე. ამისთვის 1 816 000 ლარია გამოყოფილი.

ნენიაში მიმდინარე სამუშაოებს საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე, მერის მოადგილე გიორგი კეკელიძე, საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეები გოჩა მიქელაძე, გურამ ზოიძე, მერის წარმომადგენელი ზამლეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ბიჭიკო ხიმშიაშვილი გაეცნენ.

– ჩვენი მიზანია, ყველა პროექტი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში და ხარისხიანად შესრულდეს. ობიექტების მონახულება ჩვეული რეჟიმით გაგრძელდება,- თქვა ომარ ტაკიძემ.

ცოტნე ცაბაძე

 

  • No Comments
  • ივნისი 8, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *