By
ნია ბოლქვაძე – ტურნირის გამარჯვებული
დაბა ხულოს საჯარო სკოლის სპორტულ ბაზაზე გაიმართა საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწის, ღირსების ორდენის კავალერისა და „საპატიო ხულოელის“ მინურ რიჟვაძის დაბადებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი ტურნირი მაგიდის ჩოგბურთში.
ტურნირში მონაწილეობდა ამავე სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლე ნია ბოლქვაძე, რომელმაც შესანიშნავად იასპარეზა, თავდაჯერებულობა და გამარჯვების ძლიერი ჟინი გამოავლინა და პირველი ადგილი დაიკავა.
დამსახურებული გამარჯვებისთვის იგი დაჯილდოვდა ფულადი პრიზით, თასით, მედლითა და სიგელით.
- – ნია მხოლოდ სპორტული მიღწევებით არ გვახარებს, იგი წარმატებული, მოსწავლეცაა და თავისი მაგალითით გვარწმუნებს, რომ ნიჭი, შრომისმოყვარეობა და მიზანდასახულობა ადამიანს დიდ წარმატებამდე მიიყვანს. არის გამარჯვებები, რომლებიც მხოლოდ მედლითა და თასით არ იზომება, ისინი შრომის, შეუპოვრობის, მიზნისკენ თავდაუზოგავი სწრაფვის შედეგია,- გვითხრა იუბილარმა მინურ რიჟვაძემ.
ცოტნე ცაბაძე