ნინო გოგიტიძემ ოლიმპიადის საგზური მოიპოვა
მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლის მძლეოსანმა ნინო გოგიტიძემ ახალგაზრდული ოლიმპიადის საგზური მოიპოვა.
სლოვენიაში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე მძლეოსნობაში, ბათუმელმა სპორტსმენმა 200 მეტრ დისტანციაზე გარბენში, წარმატებით იასპარეზა და მიღწეული შედეგით IV ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა, რომელსაც დაკარი (31 ოქტომბერი -13 ნოემბერი) უმასპინძლებს.
საქართველოდან ოლიმპიადაზე სპორტის ცხრა სახეობაში ცამეტი სპორტსმენი იასპარეზებს.
ნინო გოგიტიძე ორი წელია რაც მძლეოსნობაში ვარჯიშობს. ის საქართველოს ჩემპიონია. მისი სპორტული გზა მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლის მძლეოსნობის სარბენ ბილიკზე მწვრთნელ კახა ვაჩეიშვილის ხელმძღვანელობით დაიწყო.
დღეს ნინო უკვე საქართველოს ნაკრების წევრი და წარმატებული სპორტსმენია.
ახალი მწვერვალების დაპყრობას ვუსურვებთ შრომისმოყვარე გოგონას.
მანანა ძიძიშვილი