By

ნორჩი მხატვარი – ნინო კეჟერაძე

შუახევის რაიონის ცინარეთის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეა ნინო კეჟერაძე. იგი  მაღალი აკადემიური მოსწრებით გამოირჩევა, ამასთან, მხატვრობისადმი განსაკუთრებულ მიდრეკილებას იჩენს. ნინო პეიზაჟებთან ერთად, ხატავს პორტრეტებს, ნატურმოტებს. მისი ნახატებით აჭარის მხატვართა კავშირის თავმჯდომარე გურამ   ფუტკარაძე დაინტერესდა.

– დედა დღვანელი ფუტკარაძეების შთამომავალია. მისი გვარი რამდენიმე ცნობილ მხატვარს ითვლის. ბავშვობაში მხატვრობით ისიც ყოფილა გატაცებული, მაგრამ ხელოვნების ამ დარგს არ გაჰყვა და მასწავლებლობა არჩია. ხატვაში დედა იყო ჩემი გზამკვლევი. ამაგს ვერც მასწავლებელ შაქრო დავითაძეს დავუკარგავ. უკვე 50-ზე მეტი ნახატი მაქვს. ახალი სასწავლო წელი განახლდება თუ არა, სკოლის დირექტორი, ქალბატონი ნათელა ბახტაძე გამოფენის მოწყობას მპირდება. მიზანი ნათელია და მსურს ხელოვნების ამ დარგს სიცოცხლის ბოლომდე ვუერთგულო, – გვითხრა ნინომ.

თამაზ მგზავრიძე

 

  • No Comments
  • ივნისი 30, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *