By
ნუგზარ გოგრაჭაძემ ახალი რეკორდი დაამყარა
ნუგზარ გოგრაჭაძე წლების განმავლობაში მეუღლესა და 3 შვილთან ერთად უცხოეთში ცხოვრობდა. იგი წარმოშობით შუახევის რაიონის სოფელ ტაკიძეებიდანაა, ამჟამად ბათუმში ცხოვრობს.
ნუგზარი გინესების წიგნში შეტანილი 6 რეკორდის ავტორია. პლანეტის მეხუთე უძლიერესმა მამაკაცმა მეექვსე რეკორდი ამ დღეებში ბათუმში დაამყარა. მან 17 280 კილოგრამი წონის ავტომობილი კბილებით 5 მეტრზე გადასწია.
სპეციალურმა ჟიურიმ ბათუმელი ათლეტის რეკორდი უკვე დაამტკიცა.
თამაზ მგზავრიძე
.