„ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი უკვე 54 საათია გრძელდება“
By

„ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი უკვე 54 საათია გრძელდება“

ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი უკვე 54 საათია გრძელდება – პარასკევს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება მოხდება, – ამის შესახებ უკრაინის ომბუდსმენმა დმიტრო ლუბინეცმა განაცხადა.

უკრაინის ომბუდსმენის ცნობით, ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებული ქალაქის, ოლეშკის მიდამოებში ჰუმანიტარული მისიის შესასრულებლად აუცილებელ მარშრუტებზე განაღმვითი სამუშაოები მიმდინარეობს.

„ამავდროულად, ჰუმანიტარულ დახმარებას ვამზადებთ, რომლის მიწოდებასაც ოლეშკიში ხვალ ვგეგმავთ. შეთანხმებულ პირობებს ორივე მხარე სრულად იცავს, სიჩუმის რეჟიმის დარღვევა არ დაფიქსირებულა“, – განაცხადა ლუბინეცმა.

უკრაინის ომბუდსმენმა აღნიშნა, რომ მუდმივ კონტაქტშია თავის რუს კოლეგა იანა ლანტრატოვასთან და შეთანხმების პირობების კოორდინაციას ახორციელებს.

ლუბინეცმა აშშ-ის პირველ ლედის მელანია ტრამპს მადლობა გადაუხადა.

მანამდე, აშშ-ის პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ტელეკომპანია Newsmax-ის ოთხი ჟურნალისტი ოლეშკიში ჰუმანიტარულ მისიას ადგილზე დააკვირდება და მის დოკუმენტირებას მოახდენს.

 

 

  • No Comments
  • ოქტომბერი 29, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *