By
ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ ფაშიზმზე გამარჯვების 81-ე წლისთავთან დაკავშირებით, შორეული ნაოსნობის სახელგანთქმული კაპიტნის, საბჭოთა კავშირის გმირის, ანატოლი კაჭარავას საფლავი ყვავილებით შეამკო და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
ღონისძიებას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, აჭარის მთავრობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ასევე, ანატოლი კაჭარავას ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.