ორი მეზობელი და მეგობარი ქვეყნის რეგიონული ურთიერთობის გაღრმავების საკითხებზე ისაუბრეს
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, ქალაქ ბათუმში სომხეთის რესპუბლიკის გენერალურ კონსულ ნარინე მათოსიანსა და კონსულის მრჩეველ ჰასმიკ ჰასმიკიანს შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები ანზორ ბოლქვაძე და მინდია დიასამიძე ესწრებოდნენ, საპატიო სტუმრებმა ცოტნე ანანიძეს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევა მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.
როგორც შეხვედრაზე ითქვა, მსოფლიოში დღეს არსებული ვითარების ფონზე, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს კავკასიის რეგიონში მშვიდობის, პარტნიორული და საქმიანი ურთიერთობების შენარჩუნება-განმტკიცებას.
მხარეებმა ორი მეზობელი და მეგობარი ქვეყნის რეგიონული ურთიერთობის გაღრმავების საკითხებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა სხვადასხვა სფეროში სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე.