ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს
By

ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ამით კუმარ მიშრასთან, რომელიც მიმდინარე წლის მარტიდან შეუდგა მისიის შესრულებას საქართველოში.

საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დინამიკა და პარტნიორობის განვითარების პერსპექტივები.

აღინიშნა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების პროგრესი. საუბარი ასევე, შეეხო სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ინდოეთის ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

  • No Comments
  • ივლისი 14, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *