პაპუაშვილი პეტერ ფიშერზე: 30-წლიანი მეგობრობა სამ წელში ჩამოანგრია
By

პაპუაშვილი პეტერ ფიშერზე: 30-წლიანი მეგობრობა სამ წელში ჩამოანგრია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გერმანიის ელჩს, პეტერ ფიშერს მწვავედ აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მან „ქართულ-გერმანულ ურთიერთობებსა და ელჩობის ინსტიტუტს სერიოზული ზიანი მიაყენა“.
პაპუაშვილის თქმით, „ფიშერი ქართველ საზოგადოებას დაამახსოვრდება ელჩად, რომელიც ფაშისტური სლოგანის ფონზე პოზირებდა და რომლის ქმედებებმაც 30-წლიანი მეგობრობა სამ წელიწადში ჩამოანგრია“.

შალვა პაპუაშვილმა ასევე განაცხადა: „დღეს საქართველოში გერმანიის წარმომადგენელი გაიგივებულია ძალადობის, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის მხარდაჭერასთან. ეს ძალიან სამწუხარო მოვლენაა.“

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, გერმანიის ელჩი „დიფ სთეითზე“ გაკეთებული კომენტარებით არა მხოლოდ ქართველებს, არამედ ამერიკელ და ბრიტანელ პოლიტიკოსებსაც დასცინის.
პაპუაშვილი ასევე აცხადებს, რომ ფიშერი ევროკავშირის სახელით საუბარს ცდილობს, რაც მისი შეფასებით, დიპლომატიური მანდატის ფარგლებს სცდება.
„ბრიუსელს ჰყავს თავისი ელჩი და ევროკავშირის ელჩი თავად იტყვის, რა არის საჭირო ევროკავშირში გასაწევრიანებლად. გერმანიის ელჩი იყოს იმ კვადრატში, რომელიც მას, როგორც გერმანიის წარმომადგენელს, ეკუთვნის,“ – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

პაპუაშვილის მხრიდან აღნიშნული განცხადებების მიზეზი პეტერ ფიშერის ინტერვიუ გახდა „ბათუმელებთან“, სადაც გერმანიის ელჩმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ადამიანის უფლებების დარღვევაზე თვალს არ დახუჭავს, მიუხედავად „შუა დერეფნის“ მნიშვნელობისა.

„ტრანზიტი და კავშირები მნიშვნელოვანია, მაგრამ არა იმდენად, რომ ჩვენი ღირებულებები რამდენიმე კილომეტრ ავტომაგისტრალზე ან რამდენიმე კონტეინერის გადაზიდვაზე გავცვალოთ.

ასევე, მნიშვნელოვანია, რომ „შუა დერეფნის“ მნიშვნელობა არ გავაზვიადოთ. საბოლოო ჯამში, ჩვენი ინტერესები მაშინ არის საუკეთესოდ დაცული, როცა ჩვენი ღირებულებები სრულდება. ჩვენ გვჯერა, რომ თავისუფლება და ადამიანის უფლებები კარგია ეკონომიკისთვის, ბიზნესისა და განვითარებისთვის. გერმანულ კომპანიებს არ უყვართ ავტორიტარულ ქვეყნებში ინვესტირება“. – განაცხადა პეტერ ფიშერმა.

  • No Comments
  • მაისი 22, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *