პარლამენტის თავმჯდომარე გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატის თავმჯდომარე ლინდსი ჰოილს შეხვდა.
უწყების ცნობით, შალვა პაპუაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ამჟამინდელი ურთიერთობები არ შეესაბამება ორ ქვეყანას შორის მრავალწლიან მეგობრობასა და სტრატეგიულ პარტნიორობას. მან ხაზი გაუსვა ღია და კონსტრუქციული დიალოგის მნიშვნელობას.
შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა გაერთიანებული სამეფოს მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის ურყევი მხარდაჭერისთვის.
მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობები. ხაზი გაესვა „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ აღდგენის მნიშვნელობას. აგრეთვე, ყურადღება გამახვილდა საპარლამენტო კავშირების შემდგომ განვითარებაზე.