პარტია ,,გირჩმა“ სახელწოდება შეიცვალა
By

პარტია ,,გირჩმა“ სახელწოდება შეიცვალა

,,გირჩი“ იმიტომ დავირქვით, რომ თავისუფლების იდეა გამოგვესახა ნეიტრალურ საგანში, რომელიც ხალხისთვის მარტივად დასამახსოვრებელი იქნებოდა. გადავწყვიტეთ, გადავშალოთ პოლიტიკური ცხოვრების ახალი ფურცელი“ – ამის შესახებ აღნიშნულია „გირჩის“ განცხადებაში.
მათივე ცნობით, „გირჩი“ ყოველთვის თავისუფალი ხალხის პარტია იყო.
„გირჩი“ იმიტომ დავირქვით, რომ თავისუფლების იდეა გამოგვესახა ნეიტრალურ საგანში, რომელიც ხალხისთვის მარტივად დასამახსოვრებელი იქნებოდა. ალბათ წარმატებული გამოვიდა, ვინაიდან, ჩვენ გარდა, ბოლო წლებში კიდევ ორ პარტიას დაერქვა ეს სახელი (თან არცერთს არანაირი კავშირი არ აქვს თავისუფლებასთან). ჩვენი მოწინააღმდეგეები ამ გაუგებრობას შესანიშნავად იყენებენ და ხან რას გამოაცხადებენ ჩვენს ნათქვამად თუ პოზიციად და ხან – რას. არის შემთხვევები, როდესაც ისეთ ვინმეს წარმოაჩენენ ჩვენს ძმად ან აქტივისტად, რომელსაც არანაირი კავშირი არ გააჩნია არც ჩვენთან და არც თავისუფლებასთან.
ეს ყველაფერი ხალხს არასწორ წარმოდგენას უქმნის ჩვენზე და, ამავდროულად, აზიანებს იმ იდეას, რის გამოც თავის დროზე ჩვენი პარტია შეიქმნა. გადავწყვიტეთ, ეს დავასრულოთ და გადავშალოთ პოლიტიკური ცხოვრების ახალი ფურცელი – დავირქვათ ის, რაც რეალურად ვართ, სულ ვიყავით და მომავალშიც ვიქნებით: „თავისუფალი ხალხის პარტია“, – აღნიშნულია განცხადებაში.

  • No Comments
  • სექტემბერი 7, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *