პატივი მიაგეს ტრაგედიების მსხვერპლთ
By

პატივი მიაგეს ტრაგედიების მსხვერპლთ

1989 წლის 19 აპრილი და 1998 წლის 18 აპრილი ხულოს მუნიციპალიტეტის ისტორიაში ტრაგიკულ დღეებად ჩაიწერა. სოფელ ვაშლოვანში 18 აპრილს ჩამოწოლილმა მეწყერმა 6 ადამიანი იმსხვერპლა, ხოლო სოფელ წაბლანაში სტიქიამ 23 ადამიანი მილიონობით კუბური მეტრი მიწის ქვეშ მოიყოლია, 3 მათგანის ცხედრები მიუკვლეველი დარჩა.

საზოგადოება, რეგიონისა და ხულოს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა, დაღუპულების ახლობლები, სათანადო პატივს მიაგებენ ტრაგედიების მსხვერპლთ. სატბაოსა და ჩანჩურხევში მოწყობილ მემორიალებთან მიდიან და გვირგვინებითა და ყვავილებით ამკობენ. ტრადიცია არც წელს დარღვეულა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯომარე ცოტნე ანანიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ფრიდონ ფუტკარაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძე, რეგიონის და ხულოს მუნიგიპალიტეტის პასუხისმგებელი პირები, ახლობლები, ორივე მემორიალთან მივიდნენ, გვირგვინები და ყვავილები მიიტანეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ტრაგედიების მსხვერპლთ.

– ვაშლოვანში მომხდარი ტრაგედიიდან 28 წელი, ხოლო სოფელ წაბლანაში დატრიალებული ტრაგედიიდან – 37 წელი გავიდა. დღეს პატივი მივაგეთ ტრაგედიების დროს დაღუპულთა ხსოვნას. ეს თარიღები ერთ-ერთ ყველაზე მძიმე დღეებად დარჩა ჩვენი რეგიონის და ქვეყნის ისტორიაში,- თქვა სულხან თამაზაშვილმა.

ცოტნე ცაბაძე

  • No Comments
  • აპრილი 20, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *