By
პესკოვი: თუ ზელენსკის პუტინთან შეხვედრა სურს, მას ნებისმიერ მომენტში შეუძლია მოსკოვში ჩასვლა
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კრემლში ნახეს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ღია წერილი, თუმცა რუსეთის პრეზიდენტს ჯერ გაცნობის შესაძლებლობა არ ჰქონია.
„კი, ვნახეთ. მან (ზელენსკიმ) ის იმ დროს გამოაქვეყნა, როდესაც პრეზიდენტს ღონისძიება ჰქონდა. პრეზიდენტს ჯერ შესაძლებლობა არ ჰქონია ის წაეკითხა.
მე მქონდა შესაძლებლობა. ამას შევატყობინებთ პრეზიდენტს მას შემდეგ, რაც უზბეკეთის პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტის ნაწილი დასრულდება“, – განაცხადა პესკოვმა.
მისი თქმით, თუ ზელენსკის პუტინთან შეხვედრა სურს, მას „ნებისმიერ მომენტში“ შეუძლია მოსკოვში ჩასვლა.