პირველი ლედი WIPO-ს ასამბლეის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა
By

პირველი ლედი WIPO-ს ასამბლეის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი, ჟენევაში, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) ასამბლეის ფარგლებში გამართულ კულტურულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა. თამარ ბაგრატიონმა საქართველოსა და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციას შორის მრავალწლიანი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორგანიზაციასთან პარტნიორობა ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ინტელექტუალური საკუთრების განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვან შედეგებს იძლევა.

პირველმა ლედიმ ყურადღება გაამახვილა საქართველოს უნიკალურ კულტურულ მემკვიდრეობაზე, მათ შორის, ქართულ ანბანზე, მეღვინეობის მრავალათასწლიან ტრადიციასა და ქვეყნის მდიდარ ისტორიულ მემკვიდრეობაზე. მან მადლობა გადაუხადა WIPO-სა და ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს დარენ ტანგს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციის მხარდაჭერისთვის.

ღონისძიების მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ საქართველოს მრავალსაუკუნოვან კულტურულ მემკვიდრეობას, დაეთვალიერებინათ ისტორიული ექსპონატები, დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო, გაცნობოდნენ ქართულ მუსიკალურ და ქორეოგრაფიულ ტრადიციებს.
ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

 

  • No Comments
  • ივლისი 9, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *