პრემიერი – ეკონომიკური აქტიურობა არის მნიშვნელოვნად გაზრდილი
By

პრემიერი – ეკონომიკური აქტიურობა არის მნიშვნელოვნად გაზრდილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე  ქვეყანაში ეკონომიკის ზრდაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ  იგი საგრძნობლად გაზრდილია.

პრემიერის თქმით, მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტი ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნებაა.

„მთლიანობაში, ეკონომიკური აქტიურობა არის მნიშვნელოვნად გაზრდილი. ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელიც არის ძალიან მაღალი. გვაქვს პირველი ხუთი თვის მონაცემები და ზრდა არის დაახლოებით 8% და ეს ყველაფერი განაპირობებს სავაჭრო ბრუნვის თვალსაზრისითაც გაზრდილ მონაცემებს. ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი არის ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნება, მაღალი ტემპის შენარჩუნება და ამ კუთხით იცით, რომ საქართველოს მთავრობა მაქსიმალურად მუშაობს და ძალისხმევას არ იშურებს“, – განაცხადა პრემიერმა.

  • No Comments
  • ივლისი 13, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *