პრემიერი კაია კალასის განცხადებაზე – ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი როდესაც არ აღიარებს, უპირისპირდება ქართველი ხალხის ნებას და ქართველ ხალხს, ეს არის ძალიან მძიმე მოვლენა
By

პრემიერი კაია კალასის განცხადებაზე – ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი როდესაც არ აღიარებს, უპირისპირდება ქართველი ხალხის ნებას და ქართველ ხალხს, ეს არის ძალიან მძიმე მოვლენა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე  მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე  ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის , კაია კალასის განცხადებას გამოეხმაურა,   სადაც კალასი ამბობს: „საქართველოსთან დაკავშირებით გარკვეული სირთულეები გვაქვს, რეალურად არ გვაქვს კავშირი მთავრობასთან, ჩვენ არ გვსურს მთავრობის მხარდაჭერა, ჩვენ გვინდა, მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს“.
პრემიერის თქმით, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი რომ არ აღიარებს და უპირისპირდება ქართველი ხალხის ნებას, ეს არის ძალიან მძიმე და სამარცხვინო მოვლენა.

„ჩვენ ხშირად გვითქვამს, რომ არის ქვეყანა, რუსეთის ფედერაცია, რომელიც არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს ჩვენი ტერიტორიების 20%-ზე. არის ქალბატონი კაია კალასი, რომელიც არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს ქვეყნის ტერიტორიის 100%-ზე. როგორ შეიძლება, შეფასდეს ეს დამოკიდებულება, თავადაც შეგიძლიათ, განსაჯოთ. რა თქმა უნდა, ეს არის სრულიად სამარცხვინო დამოკიდებულება, ეს არის ძალიან მძიმე დამოკიდებულება, რაც შესაბამისად მძიმე შეფასებას იმსახურებს. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი როდესაც არ აღიარებს, უპირისპირდება ქართველი ხალხის ნებას და ქართველ ხალხს, ეს არის ძალიან მძიმე მოვლენა“, – აღნიშნა პრემიერმა.

 

 

  • No Comments
  • ივლისი 13, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *