პრემიერი – პატრიარქმა ილია მეორემ დაიცვა და განამტკიცა ერის სულიერი ერთობა
By

პრემიერი – პატრიარქმა ილია მეორემ დაიცვა და განამტკიცა ერის სულიერი ერთობა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საერთაშორისო კონფერენციაზე -„ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ სიტყვით გამოსვლისას  ილია მეორეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იგი ეპოქალური ადამიანია.
პრემიერის განცხადებით, პატრიარქმა ილია მეორემ დაიცვა და განამტკიცა ერის სულიერი ერთობა.
„თანამედროვე, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დამსახურება ჭეშმარიტად ეპოქალურია. სწორედ მისმა სიყვარულითა და სიბრძნით განმსჭვალულმა წინამძღოლობამ განაპირობა ქრისტიანული ფასეულობების ღრმად დამკვიდრება ახლად აღდგენილი დამოუკიდებელი სახელმწიფოს საძირკველში. პატრიარქმა ილია მეორემ დაიცვა და განამტკიცა ერის სულიერი ერთობა და შექმნა ის მყარი ხიდი, რომელიც ჩვენს მრავალსაუკუნოვან მემკვიდრეობას თანამედროვე ქართულ სახელმწიფოებრიობასთან აკავშირებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

  • No Comments
  • ოქტომბერი 2, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *