პრემიერი: სახარებისეული ფასეულობები გახდა ჩვენი სახელმწიფოებრიობის მთავარი ღერძი
By

პრემიერი: სახარებისეული ფასეულობები გახდა ჩვენი სახელმწიფოებრიობის მთავარი ღერძი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საერთაშორისო კონფერენციაზე – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ სიტყვით გამოვიდა და საქართველოს ისტორიულ როლზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, სახარებისეული ფასეულობები გახდა სახელმწიფოებრიობის, კულტურის, თვითმყოფადობისა და ეროვნული ცნობიერების მთავარი ღერძი, რამაც საქართველო ევროპული ქრისტიანული სამყაროს განუყოფელ ნაწილად აქცია.

„მოხარული ვარ, რომ დღეს თბილისში ვმასპინძლობთ საერთაშორისო კონფერენციას, რომლის მთავარი თემაა – ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში. ჩვენს ქვეყანაში ქრისტიანობა ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში, წმინდა მოციქულთა ქადაგებით შემოვიდა, ხოლო 17 საუკუნის წინ გაკეთებულმა ისტორიულმა არჩევანმა შეუქცევადად განსაზღვრა ჩვენი გზა. სახარებისეული ფასეულობები გახდა ჩვენი სახელმწიფოებრიობის, კულტურის, თვითმყოფადობისა და ეროვნული ცნობიერების მთავარი ღერძი, რამაც საქართველო ევროპული ქრისტიანული სამყაროს განუყოფელ ნაწილად და მის ერთ-ერთ უძველეს შემოქმედად აქცია. საუკუნეების განმავლობაში, უდიდეს იმპერიათა და ცივილიზაციათა გზაგასაყარზე მყოფ ჩვენს სამშობლოს მართლმადიდებლურმა სარწმუნოებამ შემოუნახა თვითმყოფადობა. ამ უწყვეტ ჯაჭვში განუზომელია საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის, ჩვენი უდიდესი სულიერი და საზოგადო მოღვაწეების ღვაწლი“, – განაცხადა პრემიერმა.

  • No Comments
  • ოქტომბერი 2, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *