პრესის თავისუფლების 2026 წლის ინდექსი გამოქვეყნდა
By

პრესის თავისუფლების 2026 წლის ინდექსი გამოქვეყნდა

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ პრესის თავისუფლების 2026 წლის ინდექსს ავრცელებს, რომლის მიხედვით, ავტორიტარიზმის ზრდის ფონზე, მსოფლიოში პრესის თავისუფლება რეკორდულად დაბალ ნიშნულზეა, ყოველი ოთხი ქვეყნიდან სამში, ვითარება „პრობლემატურია“.

ინდექსის მიხედვით, შეფასებული 180 ქვეყნიდან ნახევარზე მეტში მდგომარეობა „რთული“ ან „ძალიან სერიოზულია“.  „კარგი“ მდგომარეობა მსოფლიოს მხოლოდ შვიდ ქვეყანაშია, „დამაკმაყოფილებელი“ რეიტინგი კი 36 ქვეყანას აქვს.

ინდექსის თანახმად, გლობალურად საფრთხის ქვეშაა ჟურნალისტების შესაძლებლობა, იმუშაონ უსაფრთხოდ და დამოუკიდებლად. პრესის თავისუფლება განისაზღვრება: „ჟურნალისტების როგორც ცალკეული პირებისა და კოლექტივის შესაძლებლობა, შეარჩიონ, შექმნან და გაავრცელონ ახალი ამბები პოლიტიკური, ეკონომიკური, სამართლებრივი თუ სოციალური ჩარევისგან დამოუკიდებლად, ფიზიკური, ფსიქიკური უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნის გარეშე“. ამავე რეიტინგში, 135-ე ადგილზეა საქართველო 40.77 ქულით და „რთულ“ კატეგორიაში ფიგურირებს. ამავე კატეგორიაში არიან სამხრეთ ამერიკის, აფრიკისა და აზიის რამდენიმე ქვეყანა. რაც შეეხება „ძალიან სერიოზულ“ კატეგორიას, აქ ძირითადად, რუსეთი, ახლო აღმოსავლეთი, შუა და სამხრეთ -აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები ფიგურირებენ.

  • No Comments
  • აპრილი 30, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *