პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის“ ფარგლებში  საუკეთესო პედაგოგები დააჯილდოვეს
By

პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის“ ფარგლებში  საუკეთესო პედაგოგები დააჯილდოვეს

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან დენის სალუქვაძესთან, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძესთან და განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილთან ერთად, გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს, პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის“ ფარგლებში გამოვლენილი საუკეთესო პედაგოგები დააჯილდოვა.

მინისტრმა დენის სალუქვაძემ, ყურადღება გაამახვილა გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ახალგაზრდებში ეკოლოგიური პასუხისმგებლობის, ბუნებრივი რესურსების გონივრული გამოყენებისა და სოფლის მეურნეობისადმი ინტერესის გაძლიერება ქვეყნის მდგრადი განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა. მისივე თქმით, სწორედ პედაგოგები ასრულებენ განსაკუთრებულ როლს მომავალი თაობის ცნობიერების ჩამოყალიბებასა და მწვანე მომავლის მშენებლობაში.

,,გულითადად გილოცავთ ამ წარმატებას და მადლობას გიხდით თქვენი თავდადებული შრომისთვის. დარწმუნებული ვარ, თქვენი საქმიანობა კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდას შთააგონებს, იზრუნონ გარემოზე და აქტიურად ჩაერთონ ჩვენი ქვეყნის მწვანე მომავლის შექმნაში. სწორედ განათლება არის ის საფუძველი, რომელზეც მდგრადი და ეკოლოგიურად პასუხისმგებელი მომავალი შენდება“- განაცხადა დენის სალუქვაძემ.

  • No Comments
  • ივნისი 8, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *