By
პროექტის მიზანი- ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და კომფორტული დასასვენებელი გარემოს შექმნა
ტურისტული სეზონის მზადების ფარგლებში, სასეირნო ბილიკების რეაბილიტაცია აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, ნ. დუმბაძის და დ. თავდადებულის ქუჩების გასწვრივ, 2 100 კვ.მ ფართობზე მოეწყობა ახალი დეკორატიული ფილები და ბორდიურები.
ბულვარის ადმინისტრაციიის ინფორმაციით, სანიაღვრე ქსელის მილების მოწყობა დასრულებულია და ამ ეტაპზე მიმდინარეობს ცხაურების მონტაჟი. პროექტის დასრულების შემდეგ, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება სასეირნო სივრცე და სრულად აღმოიფხვრება წყლით დატბორვის პრობლემა. პროექტის მიზანია ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და კომფორტული დასასვენებელი გარემოს შექმნა.