პროექტის მიზანი – ჩხუტუნეთის ციხე-სიმაგრის არქეოლოგიური კვლევა, მისი როლისა და ფუნქცია-დანიშნულების განსაზღვრა
By

პროექტის მიზანი – ჩხუტუნეთის ციხე-სიმაგრის არქეოლოგიური კვლევა, მისი როლისა და ფუნქცია-დანიშნულების განსაზღვრა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ჩხუტუნეთის ციხის ,,ყალი ვაკის“ ტერიტორიაზე, საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიცია მიმდინარეობს. სამუშაოებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ მხეიძესთან ერთად გაეცნო.

ექსპედიცია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტისა და სიეტლის უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ხორცილედება. პროექტში ჩართული არიან საქართველოს, ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის, დიდი ბრიტანეთის, ლიეტუვისა და გერმანიის წარმომადგენლები.
პროექტის ფარგლებში, გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა, ექპედიციის მონაწილე არქეოლოგებს სერთიფიკატები გადაეცათ.

მერიის ინფორმაციით, პროექტის მიზანია ჩხუტუნეთის ციხე-სიმაგრის არქეოლოგიური კვლევა, მისი როლისა და ფუნქცია-დანიშნულების განსაზღვრა. ამ დროისათვის, ექსპედიციის ფარგლებში, შესწავლა ციხე-სიმაგრის შიდა სივრცე. აღმოჩენილია, წყლის რეზერვუარისა და მოკირწყლული იატაკის ნაშთები. გაიწმინდა გასულ წლებში აღმოჩენილი რვა ერთეული ქვევრიც, რომელთა მიმდებარედ მიკვლეულია კიდევ ოთხი. ასევე, ჩხუტუნეთის ციხე-სიმაგრის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მდინარე მაჭახლის პირას, აღმოჩნდა შუა საუკუნეების თაღიანი ხიდის მარცხენა ბურჯის ნაშთები. არქეოლოგიური სამუშაოები 25 ივლისს დაიწყო და 22 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.

საინფორმაციო შეხვედრა ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ხელმძღვანელი როინ მალაყმაძე, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცის სააგენტოს ხელმძღვანელი ლაშა მიქელაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მალხაზ სალვარიძე, არქეოლოგები, ინსტიტუტისა და მერიის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

  • No Comments
  • აგვისტო 14, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *