პროექტი „მზისკარი“ ევროპის კულტურული ტურიზმის ქსელის პრესტიჟული კონკურსის ფინალისტია
By

პროექტი „მზისკარი“ ევროპის კულტურული ტურიზმის ქსელის პრესტიჟული კონკურსის ფინალისტია

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტი „Mziskari – მზისკარი“ ევროპის კულტურული ტურიზმის ქსელის პრესტიჟული კონკურსის – ECTN Awards 2026-ის ფინალისტებს შორის მოხვდა. ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. ECTN Awards 2026-ზე 23 ევროპული ქვეყნიდან წარმოდგენილი იყო, ჯამში, 72 განაცხადი.

„მზისკარი“ ფინალისტად დასახელდა ნომინაციაში „შემოქმედებითი ტურიზმი და თანამონაწილეობით შექმნილი კულტურული ტურისტული გამოცდილებები“ (Creative Tourism and Co-Created Cultural Tourism Experiences) და ამ კატეგორიაში ევროპის ოთხ საუკეთესო პროექტს შორისაა.

აღნიშნულ ნომინაციაში „მზისკარი“ ფინეთის, საბერძნეთისა და ხორვატიის პროექტებთან ერთად არის წარმოდგენილი. პროექტი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ავთენტურ გასტრონომიულ გამოცდილებებს, ადგილობრივ მწარმოებლებს, ფერმერებსა და კულინარიული ტრადიციების მატარებელ მასპინძლებს ერთიან ქსელში აერთიანებს.
ECTN Awards 2026-ის გამარჯვებულები 24 სექტემბერს, საბერძნეთის კუნძულ სკიათოსზე გამოვლინდებიან.

 

  • No Comments
  • ივლისი 7, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *