პროექტი სამედიცინო მომსახურების უწყვეტობისა და ხარისხის გაუმჯობესებისთვის
By

პროექტი სამედიცინო მომსახურების უწყვეტობისა და ხარისხის გაუმჯობესებისთვის

აჭარის უმაღლესი საბჭოს ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს თავმჯდომარე  ფატი ხალვაში, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ილია ვერძაძე, ამავე კომიტეტის აპარატის უფროსი ლეილა ღოღობერიძე, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან ნინო ნიჟარაძესთან ერთად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) ერთობლივ პროექტთან დაკავშირებით, ბათუმში გამართულ შემაჯამებელ შეხვედრას დაესწრნენ.

პროექტი სახელწოდებით – „დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სფეროში უწყვეტი, მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის წიგნის დანერგვის გზით“ აჭარაში 2025 წლის ივლისიდან ხორციელდება. მასში 16 სამედიცინო დაწესებულება, სხვადასხვა სპეციალობის ექიმები და ექთნები არიან ჩართულები.

ღონისძიებაზე, რომელსაც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, პარლამენტის, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს, აჭარის უმაღლესი საბჭოს და რეგიონის სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, პროექტის მიმდინარეობა და მიღწეული შედეგები შეაჯამეს. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს სამედიცინო მომსახურების უწყვეტობისა და ხარისხის გაუმჯობესების შესაძლებლობები, ასევე, მოისმინეს იაპონელი ექსპერტების პრეზენტაციები დედისა და ბავშვის ჯანმრთელობის წიგნის დანერგვისა და მისი ინსტიტუციონალიზაციის მიმართულებით იაპონიის გამოცდილებაზე.

შეხვედრის დასასრულს, საპილოტე დანერგვაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის, პროექტში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებებს მადლობის სიგელები გადაეცათ.

 

  • No Comments
  • ნოემბერი 18, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *