პუტინი ბირთვულ იარაღს ეროვნული უსაფრთხოების დაცვის უკიდურეს საშუალებად მიიჩნევს
By

პუტინი ბირთვულ იარაღს ეროვნული უსაფრთხოების დაცვის უკიდურეს საშუალებად მიიჩნევს

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებით,  ბირთვული იარაღის გამოყენება ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის განსაკუთრებული ღონისძიებაა. ეს განცხადება მან ბელარუსისა და რუსეთის ერთობლივი ბირთვული ძალების წვრთნებთან დაკავშირებით გააკეთა.

„ასეთი იარაღის, ბირთვული იარაღის გამოყენება ჩვენი სახელმწიფოების ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად უკიდურესი, განსაკუთრებული ღონისძიებაა“, – თქვა რუსეთის პრეზიდენტმა.

მანამდე კი, ამ ქვეყნის თავდაცვის სამინისტოს ინფორმაციით, სწავლებების ფარგლებში, ბელარუსში ბირთვული საბრძოლო მასალა ჩაიტანეს. რუსეთის თავდაცვის უწყებამ შესაბამისი ვიდეოც გაავრცელა.

ბელარუსისა და რუსეთის ბირთვული ძალების ერთობლივი წვრთნები 19 მაისს დაიწყო. დღეს სწავლებებს რუსეთისა და ბელარუსის ლიდერებმა ვიდეოკავშირის საშუალებით მიადევნეს თვალი.

 

  • No Comments
  • მაისი 22, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *