ჟენევაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა
By

ჟენევაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

ქალაქ ჟენევაში, გაეროს განყოფილებასა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის

ორგანიზებით, აჭარის მთავრობისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის შენობაში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

საზეიმო ღონისძიებაში აჭარის სახელმწიფო ვოკალური ანსამბლი „ბათუმი“ მონაწილეობდა, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების წინაშე სოლო პროგრამით წარდგა.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, ქ. ჟენევაში გაეროს განყოფილებასა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ელჩმა რევაზ ლომინაძემ და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონულმა დირექტორმა ჰანს კლუგემ.

ღონისძიება მიზნად ისახავდა ქართული კულტურის პოპულარიზაციასა და ეროვნული ღირებულებების წარმოჩენას.

 

  • No Comments
  • მაისი 27, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *