რეგიონულ კონფერენციაზე დაჯილდოებულ მასწავლებელთა რაოდენობა გაორმაგდება
აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და აჭარის განათლების ფონდის ორგანიზებით, აჭარის პედაგოგთა X რეგიონული კონფერენცია – ,,სწავლა-სწავლებისა და განათლების მართვის თანამედროვე მიდგომები“ გაიმართა.
ღონისძიების პლენარული სხდომის გახსნას აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლუარა დუმბაძე, აჭარის განათლების ფონდის ხელმძღვანელ სულიკო თებიძესთან ერთად დაესწრო.
კონფერენციის მიზანი მასწავლებელთა შორის გამოცდილების გაზიარება, ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა, სწავლა-სწავლების საუკეთესო პრაქტიკისა და განათლების მენეჯმენტის აქტუალური საკითხების განხილვა იყო. ღონისძიებას მსმენელის სტატუსით 80 მასწავლებელი დაესწრო.
შემაჯამებელ ღონისძიებას წინ უძღოდა რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტში მასწავლებელთა კონფერენციები, რომლებშიც მსმენელისა და მომხსენებლის სახით ჩართული იყო 2000-მდე მასწავლებელი.
სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2026 წლის შემაჯამებელ რეგიონულ კონფერენციაზე დაჯილდოებულ მასწავლებელთა რაოდენობა გაორმაგდება და თითოეული სექციიდან დაჯილდოვდება 2 საუკეთესო მოხსენების ავტორი მასწავლებელი, რომლებსაც გადაეცემათ ფულადი ჯილდო.