რეკორდის გასაუმჯობესებლად ემზადება
By

რეკორდის გასაუმჯობესებლად ემზადება

ნუგზარ გოგრაჭაძე შუახევის რაიონის სოფელ ტაკიძეებშია დაბადებული, გარკვეული პერიოდი,  ოჯახთან ერთად უცხოეთში ცხოვრობდა. გინესისა და მსოფლიოს ოთხგზის რეკორდსმენი სამშობლოში დაბრუნდა. ნახევარ საუკუნეს გადაცილებულმა ქართველმა ათლეტმა ადრე 18 ტონიანი სატვირთო ავტომობილის კბილებით 228 მეტრზე გაწევა შეძლო, ასევე, კბილებით 220 კილოგრამის სიმძიმის აწევა, მატარებლის 5 ვაგონის, საერთო წონით 228 ტონის, კბილებით 4,5 მეტრზე გაწევა და 1050 ტონის სიმძიმის მატარებლის 12 ვაგონის მხრებით გაწევა.

1990 წელს ბელგიელმა ვალტერ არქეილმა კბილებით 281,5 კილოგრამი სიმძიმე ასწია და რეკორდიც მას ეკუთვნის, თუმცა 52 წლის შუახეველი ათლეტი ახალი რეკორდის დასამყარებლად ემზადება. 25 ივლისს ნუგზარი ბელგიელის რეკორდის გაუმჯობესებას აპირებს.

ცოტნე ცაბაძე

 

 

 

  • No Comments
  • ივლისი 23, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *