რუსებმა ხარკოვს დაარტყეს – დაიღუპა 4 ადამიანი
By

რუსებმა ხარკოვს დაარტყეს – დაიღუპა 4 ადამიანი

რუსულმა ძალებმა უკრაინის ხარკოვის ოლქის სოფელ ლებიაჟიეზე თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც საცხოვრებელ სახლებში ხანძარი გაჩნდა, ოთხი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ოლეგ სინეგუბოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

„მტერმა ღამით ჩუგუევსკის რაიონის სოფელ ლებიაჟიეს ექვსი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტია. მასშტაბური დარტყმის შედეგად 73 წლის და 66 წლის ქალები დაიღუპნენ“, – აღნიშნა სინეგუბოვმა.

მისივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 5 კერძო საცხოვრებელ სახლში ხანძარი დაფიქსირდა, განადგურდა 3 საცხოვრებელი შენობა და დაზიანდა 20.

სინეგუბოვმა მოგვიანებით აღნიშნა, რომ მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ორი ადამიანის ცხედარი ამოასვენეს.

 

  • No Comments
  • აგვისტო 21, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *