რუსეთმა შესაძლოა, ლიეტუვის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა განახორციელოს
ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას თქმით, სადაზვერვო ინფორმაცია არსებობს, რომელიც იმაზე მიუთითებს, რომ შესაძლოა, რუსეთი პოლონეთში ან ბალტიისპირეთის ქვეყნებში პროვოკაციებს ამზადებდეს, რათა ნატოს ერთიანობა გამოსცადოს.
„ჩვენი სადაზვერვო სამსახურებისგან მსგავსი სიგნალები მივიღეთ. ინფორმაცია კონკრეტულ ადგილსა და დროს არ მიუთითებს, რადგან ამის დადგენა უბრალოდ შეუძლებელია. შესაძლოა, მეორე მხარეს დაგეგმვის პროცესი ჯერ კიდევ არ დაუსრულებია და შესაძლოა, ჩვენთვის მხოლოდ მზადების ფაქტი ან სავარაუდო სამიზნე იყოს ცნობილი“, – განაცხადა ნაუსედამ.
მისი თქმით, „ინფორმაცია კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე წერტილოვან კინეტიკურ ოპერაციებს შეეხება და არა მასშტაბურ მოქმედებებს“.
ნაუსედამ აღნიშნა, რომ საფრთხის გამო ლიეტუვამ კრიტიკული სატრანსპორტო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა გააძლიერა.
„ვემზადებით შესაძლო თავდასხმების ფართო სპექტრისთვის, რამაც შეიძლება ამ ობიექტების ფუნქციონირებას ხელი შეუშალოს“, – აღნიშნა ლიეტუვის პრეზიდენტმა.