By
რუსულმა ძალებმა ოდესას შეუტიეს, დაიღუპა 3 ადამიანი
რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ ოდესას დაარტყეს, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა – ინფორმაციას უკრაინული მედია ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, სერგეი ლისაკზე დაყრდნობით ავრცელებს.
ლისაკის თქმით, დაშავდა სამი ადამიანი. მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
თავდასხმის შედეგად ქალაქში საცხოვრებელი შენობები დაზიანდა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ცნობით, 15 ივლისის ღამეს რუსულმა ძალებმა უკრაინას ორი მართვადი რაკეტითა და 122 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს. უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 101 დრონის ჩამოგდება მოახერხეს.