საბავშვო ბაღებში მოწმდება სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა
By

საბავშვო ბაღებში მოწმდება სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა

ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია კერძო და საჯარო საბავშვო ბაღებში, სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს ამოწმებს. მონიტორინგის ფარგლებში, საბავშვო სივრცეებში, საპირფარეშოებსა და კვების ბლოკში სისუფთავის ხარისხზე საანალიზო ნიმუშებს იღებენ, პარალელურად მოწმდება ბაღებში არსებული მარაგები და საკვების კალორიულობა.

შემოწმებას ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის სანიტარიული ზედამხედველობის განყოფილება, მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, ლაბორატორიულ კვლევით ცენტრთან ერთად ახორციელებს.

უწყების ინფორმაციით, ლაბორატორიული კვლევის მეთოდების გამოყენებით, სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობაზე, მთელი წლის განმავლობაში 38 საჯარო და 35-ვე კერძო საბავშვო ბაღი შემოწმდება.

  • No Comments
  • ოქტომბერი 13, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *