„სამოსი, როგორც ხელოვნების ნიმუში“ – აჭარის ხელოვნების მუზეუმში მუზეუმების საერთაშორისო კვირეული გაიხსნა
By

„სამოსი, როგორც ხელოვნების ნიმუში“ – აჭარის ხელოვნების მუზეუმში მუზეუმების საერთაშორისო კვირეული გაიხსნა

მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აჭარის მუზეუმების გაერთიანების ორგანიზებით, აჭარის ხელოვნების მუზეუმში ქართული ეროვნული სამოსის გამოფენა – „სამოსი, როგორც ხელოვნების ნიმუში“ გაიმართა. ღონისძიებით, ოფიციალურად გაიხსნა მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ეპოქის ტრადიციული და სასცენო სამოსი, ასევე, მრავალფეროვანი ეთნოგრაფიული მასალა. ექსპოზიციამ ნათლად წარმოაჩინა ქართული კულტურის სიმდიდრე, ეროვნული სამოსის განვითარების ისტორია და მისი გამორჩეული მხატვრული თავისებურებები.
დამსწრეებმა იხილეს აჭარის მუზეუმების გაერთიანებაში შემავალი მუზეუმების შესახებ მომზადებული საინფორმაციო ვიდეორგოლები. განსაკუთრებული ღვაწლისა და პროფესიული საქმიანობისთვის დაჯილდოვდნენ დამსახურებული თანამშრომლები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები, თანამშრომლები და მოწვეული სტუმრები.
საღამო მუსიკალურ-ქორეოგრაფიულად გააფორმეს აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „არსიანის“ მოცეკვავეებმა და მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ხელოვნების სკოლის  ფოლკლორული ანსამბლის „ჰანგები“ მომღერლებმა.
მუზეუმების საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, აჭარის მუზეუმების გაერთიანებაში შემავალ შვიდივე მუზეუმში, კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებები მთელი კვირის განმავლობაში გაიმართება.

  • No Comments
  • მაისი 19, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *