„საპატიო ქობულეთელები“ დაჯილდოვეს
By

„საპატიო ქობულეთელები“ დაჯილდოვეს

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, პეტრას ციხის არქეოლოგიურ-არქიტექტურულ კომპლექსში, „საპატიო ქობულეთელის“ დაჯილდოების  ცერემონია გაიმართა.

ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე რეგიონის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან ცოტნე ანანიძესთან, აჭარის მთავრობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, სტუმრებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ცეცხლაძე მიესალმა. საზოგადოებას სიტყვით მიმართეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძემ.

ზურაბ პატარაძემ ნომინანტებს მრავალწლიანი ნაყოფიერი საქმიანობისა და მუნიციპალიტეტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საზოგადოებისთვის გამორჩეული ადამიანების ღვაწლის დაფასება და მომავალი თაობებისთვის გადაცემა ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა.

-აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში არსებობს გამორჩეული ადამიანების დაჯილდოების ტრადიცია. დღეს „საპატიო ქობულეთელები“ დავაჯილდოვეთ და გვქონდა შესაძლებლობა, პირადად მიგველოცა მათთვის. ქობულეთელობა მართლაც განსაკუთრებული ღირსება და პასუხისმგებლობაა. სასიხარულოა, რომ დღეს სამი თაობის ქობულეთელები შევიკრიბეთ და სიყვარულით აღვნიშნეთ ის ღვაწლი, ჩართულობა, რაც ქობულეთის განვითარებისთვის გააკეთეს. დარწმუნებული ვარ, ეს მნიშვნელოვანი ტრადიცია მომავალშიც გაგრძელდება და არაერთხელ გვექნება შესაძლებლობა პატივი მივაგოთ იმ ადამიანებს, რომლებიც თავიანთი საქმიანობითა და ღირსეული ცხოვრებით ამშვენებენ ჩვენს მუნიციპალიტეტებს, – აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

წელს „საპატიო ქობულეთელის“ ტიტული მუნიციპალიტეტის ხუთ გამორჩეულ მოქალაქეს გადაეცა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სპორტსმენ ირაკლი თურმანიძესა და ექიმ-კარდიოლოგ ბესიკ კაკალაძეს ჯილდო პირადად გადასცა.

  • No Comments
  • მაისი 29, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *